Friday, January 20, 2017

              ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.[1][2][3]ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლიიმერეთირაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.


ქართული ღვინო ბორდოს მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში


ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.).
სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, სიტყვა "ღვინო", მეცნიერთა უმეტესობის აზრით წინარექართულ ენაში პროტო-ინდო-ევრუპული ენიდან[1][2] — ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი — პროტო-სომხური ენის საშუალებით მოხვდა.[3][4] ზურაბ სარჯველაძის მიერ წამოყენებული თეორია[5] ამ სიტყვის წმინდა ქართველურ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, დასავლელმა[6][7] და ქართველმა[1][8] მეცნიერებმა მკაცრად გააკრიტიკეს და უარყვეს იგი.

https://www.google.ge/search?q=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D&biw=1680&bih=944&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiS2u2Z3dLRAhVDtBoKHSnTCYgQ_AUICCgB#imgrc=KR1W3r_V3NAdxM%3A